ბულგარეთში გაიმართა სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსი გათხოვილი და განათხოვარი ქალბატონებისთვის, სახელწოდებით „მისის პლანეტა 2018“. საქართველოს სახელით ამ კონკურსში მონაწილეობდა მომღერალი ნინი შერმადინი. მან ჟიურის მოხიბვლა თავისი გარეგნული და ვოკალური მონაცემებით შეძლო. ის ჯერ ნახევარფინალში გავიდა, 8 ნოემბერს კი, ფინალურ ტურში, გამარჯვება მოიპოვა და „მისის პლანეტა 2018“ გახდა.