როგორც სოციალურ ქსელში ხათუნა ჟორდანია წერს, მისი პირველი მეუღლე, ნინი ქარსელაძის მამა, თეკუჩა გარდაიცვალა. ოჯახი სამძიმარს იღებს.
ბოლო პერიოდში ნინის მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ თავად ნინი წერდა და აღნიშნავდა: „მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები!!!! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!!! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი, რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ჰოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი!❤️ მიყვარხარ!“
ნინი ერთ-ერთ სტატუსში, სადაც მამას დაბადების დღეს ულოცავდა, წერდა:
„დიდი მადლობა იმ გვარისთვის, რომელსაც ვატარებ დაბადებიდან!
შენმა არსებობამ ძალიან დიდი გამოცდილობა მომცა და ძალიან ბევრიც მასწავლა! ჩემი ცხოვრების არც ერთ ნორმალურ ადამიანთან, არ დამხვედრია შენი სახელი ცუდად! მხოლოდ კარგს და დადებითს ვიღებ შენი შვილობით! ხოდა ამისთვის დიდი მადლობა!
პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებ, რადგან ახლა ძალიან გჭირდება! იყავი ბედნიერი და გახარებული!
მიყვარხარ, შენი ერთადერთი და განუმეორებელი Copy-Paste“.