22.8 C
Tbilisi
Wednesday, September 14, 2022

ნინი ქარსელაძე „ქუჩის ბიჭებს“ იცავს – „თქვენი ბოროტი გულებით ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს…“

ნინი ქარსელაძე ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ კრიტიკას ეხმაურება და წერს, რომ მათ 25 წლიან პოპულარობას და მსმენელის მხრიდან სიყვარულს ვერავინ მოერევა. ის კონცერტის კადრებსაც აქვეყნებს ამის დასადასტურებლად.

ნინი ქარსელაძე:

„ამ სიყვარულს ვერასოდეს, ვერავინ და ვერაფერი მოერევა!!!! გაბოროტებული პოსტების, ადამიანების და ჯგუფების მცდელობა, დააკნინონ 25-წლიანი გამოცდილების ჯგუფი – მხოლოდ ნულის ტოლფასია! ამ სიყვარულს დამსახურება უნდა, ხოლო თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაბოროტებული პოსტებით ამ ყველაფერს ვერ გააქრობთ და ვერ წაშლით! იქონიეთ ნამუსი, ყველაფერს აქვს ზღვარი!!! ამ ზღვარზე გადმოსვლას და სათუთ თემაზე შეხებას არ გაპატიებთ!!!! მე მიყვარს ჩემი საქმე, ქუჩის ბიჭები და განსაკუთრებით ვაფრენ იმ სიყვარულზე, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველგან და ყოველ წამს ვიღებთ! აი, ზუსტად ამიტომ, 28-ში სიკეთე გაიმარჯვებს- Quchis bichebi • ქუჩის ბიჭები

P.S. თქვენ და თქვენი ოჯახები, ბოროტი გულებით, ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს“.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ამონარიდი „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი კონცერტიდან, სადაც „ქუჩის ბიჭები“ გამოდიოდნენ და მათ ცოცხალ შესრულებას დიდი კრიტიკა ხვდა წილად.

Latest Posts

ბოლო სიახლეები