ნინი ქარსელაძე: „პირდაპირ მითხრეს, ნარკომანის შვილს რძლად ვერ მივიღებთო…“

0
4668

ნინი ქარსელაძემ „რეაქციის“ გუშინდელ ეთერში „ტვ პირველზე“ მამის, თეკუჩა ქარსელაძის შესახებ გულწრფელად ისაუბრა და აღნიშნა, რომ რვა წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი ნარკომანი იყო… ნინიმ აღწერა ის ემოციები, რომელიც მამის დაჭერისას დაეუფლა, მაშინ, როცა „რუსთავი 2“-ის ეთერით ირმა ნადირაშვილმა გამოაცხადა, რომ მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა დაიჭირეს… მან ასევე აღნიშნა, რომ უყვარდა ბიჭი, რომლის ოჯახის წევრებმაც პირდაპირ უთხრეს, რომ ნარკომანის შვილს რძლად არ მიიღებდნენ…

ნინი ქარსელაძე:

პირველად ვიყავი რვა წლის, როცა გავიგე, რას ნიშნავს სიტყვა ნარკომანი. ჩემი კლასელი მოვიდა და მითხრა, მამაშენი ნარკომანიაო. მოვედი სახლში და სამწუხაროდ, დედაჩემს არ ჰქონდა ახსნა, როგორ უნდა ეთქვა ჩემთვის რვა წლის ასაკში, რას ნიშნავდა ნარკომანის შვილი.

შემდეგ იყო მამის დაჭერა, დილის გადაცემა ქალბატონმა ირმა ნადირაშვილმა დაიწყო იმით, რომ თქვა დარასდროს ეს სიტყვები არ დამავიწყდება, დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის დაკავებული თეკუჩა ქარსელაძის შვილი გახლავთ ცნობილი მომღერალი, ნინი ქარსელაძე. მეორე დღეს, როცა სკოლაში მივედი და მაშინ 13 წლის ვიყავი, არ დამავიწყდება ასობით ჩემკენ გამოშვერილი თითი, შიჩუმე და სტოპკადრი: ეს ნამდვილად იმის შვილია!..

შემდეგ იყო ბიჭი, რომელიც მომწონდა და მასაც მოვწონდი… მისი ოჯახის წევრებმა პირდაპირ მითხრეს, ნარკომანის შვილს რძლად არ მივიღებთო.

შემდეგ იყო ცხრა წელი ციხის კართან ყოფნა… ალბათ, ამ ადამიანებს ვერ ავუხსნი, რა გავიარე, რა ტკივილი, დამცირება და შეურაცხყოფა… არ მინდა, ჩემმა დამ და მისმა თაობამ იცოდეს, რას ნიშნავს სიტყვა „ნარკანი“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ყველა ადამიანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკომანებს, ჩემთვის ავადმყოფებს, სჭირდებათ სახელმწიფოს და ჩვენი გვერდში დგომა, სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც იძულებით უმკურნალებენ. თუ ნარკოპოლიტიკის ჰუმანურობა გულისხმობს ამას, თან, კანონი გამკაცრდება გამსაღებლებისთვის, მაშინ მე მხარს დავუჭერ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here