ნინი ნებიერიძეს თემურ უგულავა კლუბს ჩუქნის?!

0
517

მას შემდეგ, რაც მოდელი ნინი ნებიერიძე მასზე ასაკით გაცილებით უფროს ქართველ მილიონერს, ქალების გულთამპყრობელს, თემურ უგულავას მისთხოვდა, საინტერესო წყვილის შესახებ ჭორები არ წყდება. ნინი ამას თავადაც უწყობს ხელს, რადგან უგულავა, რომელიც მანამდე არსად ჩანდა, სწორედ ახალგაზრდა მეუღლემ გამოაჩინა და მასთან ერთად თამამი ფოტოების განთავსებასაც არ ერიდება სოციალურ ქსელში. მცირე ხნის წინ ნინიმ ფეისბუქზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მეუღლეს ტუჩებში კოცნის…

თბილისში არაფერი იმალება და ყველანაირი ინფორმაცია ვრცელდება. ნინის ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ უყვარს და მასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ გადასამოწმებლად, მაგრამ ხმები დადის, რომ თემურ უგულავა საყვარელ ქალს ძალიან მაგარ საჩუქარს უმზადებს. ჭორად ამბობენ, რომ მისივე კუთვნილი სასტუმრო “რუმსის“ წინ მან შენობა იყიდა, სადაც ნინის კლუბსა და კომპლექსს გაუხსნის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომხიბვლელ მოდელს სახელი უკვე მოფიქრებული აქვს და კლუბ-კომპლექსს “ლოლიტას“ დაარქმევს…

ჯერჯერობით უცნობია, როდის აპირებს წყვილი ახალი კლუბის გახსნას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ერთ-ერთი საინტერესო თბილისური ივენთი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here