ნინი გოგიჩაიშვილი ქართველი ირინა შეიკის ექსმეუღლეს ხვდება

0
104

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიას ხვდება. ფოტო ნინისთან ერთად მცირე ხნის წინ თავად ფეხბურთელმა გამოაქვეყნა. ის ამჟამად თბილისში იმყოფება. გიორგი მეორე ბუნდესლიგის გუნდ “დუისბურგში“ თამაშობს.

ნინი გოგიჩაიშვილი “ბინა 18“-ის ერთ-ერთი წამყვანი გახლავთ. ის მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილის დაა. გათხოვილი არ ყოფილა, არც მისი რომანი გახმაურებულა როდისმე, რასაც ვერ ვიტყვით გიორგიზე. მისი პირადი ცხოვრება დიდი ხანი იყო პრესის ყურადღების ცენტრში, ვინაიდან 2013 წელს მან ულამაზეს გოგონაზე იქორწინა. მირანდა, მიმი შელია რუსეთში გაიზარდა, თუმცა საქართველოში მშობლებს ხშირად ჩამოჰყავდათ. 2013 წელს მან გიორგი ჭანტურია სოციალური ქსელით გაიცნო, მიმის გიორგიმ ორ კვირაში რუსეთში ჩააკითხა, მათი ურთიერთობა სწრაფად განვითარდა და ისინი 2013 წლის 16 ივნისს დაქორწინდნენ. მიმი სიამოვნებით ჰყვებოდა სიყვარულის ამბავს ქართულ პრესასთან, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს დაუბრუნდნენ, თუმცა საბოლოოდ, როგორც ჩანს, დაშორება ამჯობინეს.

მირანდა შელიას რუს ფეხბურთელ, ფიოდორ სმოლოვთან რომანს მიაწერენ. მათი ფოტოები ხშირად ვრცელდება რუსულ პრესაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here