31.8 C
Tbilisi
Thursday, August 18, 2022

ნინი გოგიჩაიშვილი „მის მსოფლიოს“ ფინალურ ოცეულში ჯერ არ არის – „შიდა ტურნირის ტოპ-20-ში მოვხვდი…“

„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ზოგეირთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „მის მსოფლიოს“ ფინალურ ოცეულში შევიდა. როგორც ნინი განმარტავს, ფინალური ტოპ-20-ის შერჩევა 14 დეკემბერს გაიმართება, მან კი ერთ-ერთი შიდაკონკურსის ოცეულში მოხვედრა შეძლო.

„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!..

რაც შეეხება ფინალს, ფინალი გაიმართება 14 დეკემბერს, სადაც გახდება ცნობილი, ვინ გავა ტოპ 20-ში.

მე გავედი head to head challenge ის ტოპ 20-ში, რაც შიდა ტურნირია და არ ნიშნავს, რომ მოვხვდი ფინალის ტოპ 20-ში.

დიდი მადლობა და ხმის მიცემა გააგრძელეთ…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები