„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ზოგეირთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის „მის მსოფლიოს“ ფინალურ ოცეულში შევიდა. როგორც ნინი განმარტავს, ფინალური ტოპ-20-ის შერჩევა 14 დეკემბერს გაიმართება, მან კი ერთ-ერთი შიდაკონკურსის ოცეულში მოხვედრა შეძლო.
„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!..
რაც შეეხება ფინალს, ფინალი გაიმართება 14 დეკემბერს, სადაც გახდება ცნობილი, ვინ გავა ტოპ 20-ში.
მე გავედი head to head challenge ის ტოპ 20-ში, რაც შიდა ტურნირია და არ ნიშნავს, რომ მოვხვდი ფინალის ტოპ 20-ში.
დიდი მადლობა და ხმის მიცემა გააგრძელეთ…“