ნინი გოგიჩაიშვილი გიორგი ჭანტურიაზე – “არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცით და ეს მომწონს“

0
3368

ნინი გოგიჩაიშვილის პირად ცხოვრებაში სიახლეა. მისი რჩეული, ფეხბურთელი, მიმი შელიას ყოფილი შეყვარებული – გიორგი ჭანტურიაა. „მყავს ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგად, კომფორტულად ვგრძნობ თავს. ბედნიერები ვართ, ჩემთვის პირადი ცხოვრება პირადია, ამიტომ არ მინდა, ვინმეს თავზე მოვახვიო და თან, არის რაღაცეები, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცით და ეს მომწონს“.

როგორც ნინიმ აღნიშნა, გიორგიზე მხოლოდ ის იცოდა, რომ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პირადად გაცნობის შემდეგ, მისმა ხასიათმა და პიროვნულმა თვისებებმა მოხიბლა. იმის მიუხედავად, რომ გიორგი საქართველოში არ ცხოვრობს, შეყვარებულებს პრობლემა არ ექმნებათ: „ტექნოლოგიები, გლობალიზაცია იმ დონეზეა განვითარებული, სიშორეს ძლევ. როცა ადამიანთან კარგად ხარ, გიყვარს, ვფიქრობ საზღვრებს არ აქვს მნიშვნელობა“ – ამბობს ნინი ჟურნალ “თბილისელებთან“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here