ნინი ბადურაშვილმა „ექიმების“ გადაცემაში ანტიდეპრესანტების შესახებ ისაუბრა. რთულ პერიოდში მას დასჭირდა მედიკამენტოზური ჩარევა და ამის შესახებ სამედიცინო გადაცემაში გულწრფელად ისაუბრა.
„თვითნებურად, ათი წლის წინ, დავიწყე ანტიდეპრესანტის სმა. სახლიდან არ გამოვდიოდი, თუ არ მეგდო ჩანთაში. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება მქონდა, მეგონა, თუკი მას შეტევის დროს არ მივიღებდი, პანიკური შეტევა დამეწყებოდა. ენის ქვეშ… და მერე ვწყნარდებოდი.
ემოციური ბავშვი ვიყავი, რაღაც მიზეზების გამო დამემართა ძალიან მწვავე ნევროზი. მას თან ახლდა პანიკური შეტევები და უძილობა. ყველაფერი მქონდა, რაც ახლავს ნევროზს. რომ გგონია, რომ ახლა კვდები, გიჟდები, ხელები გეყინება, თავბრუ გეხვევა, ოფლიანობ. ხალხის შიში მქონდა, შუქი მაღიზიანებდა. მაშინ „იმედზე“ პროექტში ვმონაწილეობდი, 20 წლის ვიყავი… სცენაზე როგორც კი გავდიოდი, მეხსნებოდა, ეტყობა, სხვა რაღაცაზე ვერთვებოდი. ყველაზე მეტად რაც მაშინებდა და მაგიჟებდა, იყო ფოკუსის არევა… მხოლოდ სცენაზე მივლიდა ეს ყველაფერი, მერე კი ისევ თავიდან მეწყებოდა.
ექიმთან მისვლის შემდე მან დამინიშნა მკურნალობა. ბევრი რამ ვცადე და ბოლო-ბოლო გაიარა. ცუდ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, ბოლომდე არ გადის ეს. მართვა ვისწავლე და არ ვყვები… გავიდა 5-6- წელი, არაფერი მჭირდა, სტრესი მქონდა, იმ პერიოდში არაფერი მჭირდა და მერე ისევ დამემართა, ექიმთან გავვარდი.
ახლა ვიცი, რომ როცა შემომიტევს, მეც უნდა შევუტიო. ახლაც ვიყავი ექიმთან და დამინიშნა მედიკამენტი, ბალახეული, ტვინის ჟანგბადს ეძახიან და ძალიან მიშველა“.