ნინი ბადურაშვილმა ახალი სიმღერა შვილს მიუძღვნა – პატარა ელენე კლიპშიც მონაწილეობს

0
51

ნინი ბადურაშვილს ბოლო ერთი წელია, მაყურებლისთვის კლიპი არ შეუთავაზებია. ახლახან კი ახალი ვიდეორგოლის გადაღებები დასრულდა სიმღერაზე, რომელიც დედასთან ერთად დაწერა და ელენეს მიუძღვნა.

ნინი ბადურაშვილი:

ახალი სიმღერა ელენეს მივუძღვენი და მისი სახელი დავარქვი. მე და ეკამ დავწერეთ მელოდია. კარგია, როდესაც მომღერალი თავად ქმნის ტექსტებს, მაგრამ სამწუხაროდ, მე ვერ ვწერ, ამიტომ ირინა სანიკიძეს მივმართე. ვფიქრობ, მან ამ მელოდიისთვის ისეთი ტექსტი დაწერა, როგორსაც მე შევქმნიდი. ირინამ თავად გვითხრა, იმდენად კარგი ბალადაა, რომ ტექსტი ელენეს შესახებ გავაკეთოთო.

კლიპის რეჟისორი ვინ არის?

ლაშა ცერიაშვილი. ის ჩემი ბევრი ვიდეორგოლის ავტორია. ლაშას კარგად ვიცნობ, მისი გემოვნება და ხედვა ძალიან მომწონს. ახლა კლიპი მონტაჟის პროცესშია, ვფიქრობ, პრემიერა ოქტომბერში შედგება. მინდა გავაკეთო პრეზენტაციაც და ტელეპრემიერაც. მაქვს შემოთავაზებები ტელეშოუებიდან, მაგრამ ჯერ არ მომიფიქრებია, სად მივიტან კლიპს.

ნინი, ვისი კოსტიუმები გაცვია კლიპში?

დიზაინერ ლაშა ჯოხაძის.

სიმღერის მთავარმა გმირმა როგორ შეაფასა ახალი ნამუშევარი?

ელენე ჯერ პატარაა და ვერ აღიქვამს, რომ სიმღერა მასზეა, თუმცა კლიპში მონაწილეობს. ძალიან მოეწონა გადაღებები. სხვათა შორის, ძალიან არტისტულია…

მაგით ძალიან გაგვაკვირვე…

კამერის არ რცხვენია, როლში ადვილად შევიდა და გადამღებ ჯგუფთან მშვენიერი კომუნიკაცია დაამყარა. მთლიანობაში კლიპი ძალიან ლამაზი, კარგი და თბილი გამოვა…