ნინი ბადურაშვილის ემოციური პოსტი მიტოვებულ გოგონებზე?

0
1899

მომღერალი ნინი ბადურაშვილი კაცებისგან მიტოვებულ პატარა გოგონებს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„ვუყურებ გადაცემა პროფილს და ვუსმენ გოგოს ისტორიას, რომელმაც შვილი გააჩინა ისე, რომ არ გათხოვილა… სამწუხაროდ ამის გამო მთელმა ოჯახმა მოიძულა და იგი იძულებული გახდა სახლიდან წამოსულიყო იმის გამო, რომ ახალ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა! მაინტერესებს როდემდე უნდა გაგრძელდეს ასეთი ბნელი აზროვნება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში?! როდემდე არ უნდა მოეთხოვოს პასუხისმგებლობის აღება ბავშვის მიმართ კაცებს, რომლებიც აორსულებენ პატარა გოგოებს და მერე ქრებიან?! მეგობრებო ჩვენ ყველა ერთად უნდა დავუდგეთ ასეთ გოგოებს მხარში და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მახინჯი აზროვნება შევუცვალოთ ადამიანებს!“, – წერს სოციალურ ქსელში ნინი ბადურაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here