ნინი ბადურაშვილი: “აუტანელი გახდა თბილისში ცხოვრება…“

0
57

ნინი ბადურაშვილი, როგორც ალბათ, თბილისის ყველა მაცხოვრებელი, საცობებს უჩივის, რომელთა გამოც, დედაქალაქში გადაადგილება, ფაქტობრივად პარალიზებულია. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ დღის არც ერთი მონაკვეთი არ არის, როცა შედარებით უპრობლემოდ არის შესაძლებელი გზებზე გავლა.

ნინი ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს:

“აუტანელი გახდა თბილისში ცხოვრება საცობების გამო! ამდენი გაუმართვი მანქანა ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დადის! ვერ ვხვდები, როგორ უნდა გაუძლოთ ასეთ დაბინძურებულ ჰაერს ან ბავშები როგორ გავზარდოთ ამ გარემოში(?!)“

ნინის ფეისბუქ-მეგობრები ამ სტატუსს გამოეხმაურნენ. მსახიობი ნინო გაჩეჩილაძე წერს: “ტექდათვალიერებას რომ შემოიღებენ, იმედია, მერე ცოტა მაინც გვეშველება ამ მხრივ…“

ბექა: “მარტო ეგ კი არა, უკვე შუა დღის სამ საათზეც ვერ ივლი ნორმალურად. ვაჟადან წერეთლამდე 50 წუთს მოვუნდი არასაცობის დროს. ადრე მაგ დროს მაინც მოძრაობდი ნორმალურად, ახლა იმდენი “იაპონკები“ დაიყარა, უკვე დღეს ვერ დადიხარ“.

ნატალია: “მე მგონია, რომ 50 მანქანიდან 25 გაუმართავი ტაქსია და ტაქსოპარკი რომ გააკეთონ და ეს ტაქსები ქალაქში არ შემოუშვან, კარგი იქნება…“

ქეთი: “საშინელებაა, კატასტროფა. სად არის ჟანგბადი, საერთოდ, საბურთალოს ქუჩის და კუტუზოვის ქუჩის კუთხეში ვცხოვრობ, ფანჯარას რომ ვაღებ, გამონაბოლქვი შემოდის. მოძრაობა საერთოდ, კატასტროფაა. ე.წ. “პრავიანი“ მძღოლები ჭკუიდან გშლიან“.