20.8 C
Tbilisi
Tuesday, September 13, 2022

ნინასა და ნელიკო ნაჭყებიას შექმნილი თეთრეულის მაღაზია მალე გაიხსნება

ყოფილი „ჯეობარელი“ ნელიკო ნაჭყებია სოცქსელში აქვეყნებს ფოტოს, საიდანაც ვიგებთ, რომ მისი და ნინას ერთობლივი ბრენდის „N.N.Passion“-ის პრეზენტაცია მალე იგეგმება. მაღაზია თბილისში, სადაც ორი ქერა ქალბატონის მიერ შექმნილი თეთრეული გაიყიდება, უკვე მზადაა გახსნისთვის.

როგორც ნინამ „ფორტუნასთან“ საუბრისას ზაფხულში აღნიშნა: „მაღაზიის გვერდზე ატელიე იქნება, სადაც სპეცშეკვეთებითაც შეიკერება თეთრეული და არამხოლოდ – ქალისა და მამაკაცის ხალათები, ტრუსები, ბიუსტჰალტერები, ქალისა და მამაკაცის წინდები, ღამის პერანგები, სექსუალური აქსესუარები და საცურაო კოსტიუმები“.

14527645_1338299312877142_47716163_n

Latest Posts

ბოლო სიახლეები