ნინა წკრიალაშვილი თბილისურ დაღლილობას საბერძნეთში გაექცა და მიკონოსში ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებს. აგვისტოს დღეებს ნინა აშკარად ძალიან მხიარულად ატარებს, პლაჟზე ან აუზთან ირუჯება, საღამოს კი ღამის კლუბებში ერთობა. ნინა უპირატესობას მუდამ აქტიურ დასვენებას ანიჭებდა და არც ეს ზაფხულია, როგორც ჩანს, გამონაკლისი.
გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ნინამ სოციალურ ქსელში მოგზაურობიდან გამოაქვეყნა.