ნინა წკრიალაშვილი ტელევიზიისთვის “მოკრძალებულ“ სტილს ირჩევს

0
89

ნინა წკრიალაშვილმა ახლახან ფეისბუქზე თავისი ახალი ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: “გვიყურეთ მალე მარაოზე“. მომღერალმა ტელეწამყვანის ამპლუა მაია ასათიანის დირექტორობით შექმნილი ტელევიზიის ეთერში მოირგო და იმას აკეთებს, რაც ყველაზე ძალიან უყვარს, გადაცემას ჩაცმა-დახურვის თემაზე. ნინა ცნობილ ადამიანებს სტუმრობს და მათ გარდერობს ათვალიერებს.

ახალი სეზონისთვის გადაღებულმა ფოტომ ფეისბუქზე დიდი მოწონება დაიმსახურა. ნანუკა ჟორჟოლიანმა ფოტო შემდეგნაირად შეაფასა: “უუხ, რა ფორმაში ხარ…“ ერთ-ერთ მეგობარმა კი ჰკითხა, რა აქვს მოფარებული საცურაო კოსტიუმზე ნინას, ამ უკანასკნელმა კი უპასუხა: “ტელევიზიისთვის ძალიან ტიტველი რომ არ ვყოფილიყავი“. ჩაცმის კუთხით ნინა მოკრძალებით არასდროს გამოირჩეოდა, თუმცა როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში ტანზე მოსაცმელის მოფარება გადაწყვიტა…