32.8 C
Tbilisi
Tuesday, August 2, 2022

ნინა წკრიალაშვილი ქალისა და მამაკაცის თეთრეულის წარმოებას იწყებს

ნინა წკრიალაშვილი ახალ საქმეს შეეჭიდა. ის საკმაოდ კარგად ერკვევა მოდის ტენდენციებში და გადაწყვიტა, რომ ამ მხრივ დააკავოს საკუთარი თავი. ნელიკო ნაჭყებიასთან ერთად ის მალე, სადღაც ორ თვეში, თბილისში მაღაზიას გახსნის, სადაც მათი დიზაინით შექმნილი ქალისა და მამაკაცის თეთრეული გაიყიდება. ამის შესახებ ნინამ “ფორტუნასთან“ ექსკლუზიურად ისაუბრა.

ნინა წკრიალაშვილი:

ქალისა და მამაკაცის თეთრეულის ხაზს მე და ჩემი პარტნიორი, ნელიკო ნაჭყეპია ვაკეთებთ. იქნება აბსოლუტურად ყველაფერი: წინდები, ტრუსები, აბრეშუმის ხალათები, კოლჰოტები, აქსესუარები, ხალათები და ა.შ. ყველა ასაკის ადამიანებისთვის ვაპირებთ მათ შექმნას. განსაკუთრებით მამაკაცებისთვის კარგი წინდები და ტრუსების ყიდვა აქ ძნელია. გვექნება ორი ხაზი – სპეცშეკვეთების და მასობრივი წარმოების, თუმცა ყველა შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ხარისხის თემა. მასობრივი წარმოების რაც იქნება, ხელმისაწვდომ ფასად გავყიდით.

Untitled-2მაღაზიას გავხსნით ზაფხულში, ივნისში, დიზაინიც მოფიქრებული გვაქვს, ვინტაჟური სტილის იქნება. გრანდიოზულ პრეზენტაციას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, წარმატებული იქნება, რადგან ასეთი ქართული ბრენდი არ არსებობს. თავად თეთრეული გვინდა, იყოს არა ვულგარული, არამედ სექსუალური.

რა ქსოვილებს გამოიყენებთ?

აბრეშუმს, გიპიურს, უმაღლესი ხარისხის კოტონს.

რას დაარქმევთ ახალ ბრენდს?

NN Passion.

სად შეკერავთ?

ლაურა ღაჭავას ქარხანაში.

ამ საქმეს საკმაოდ დიდი დაფინანსება დასჭირდება…

ვაკეთებთ დანაზოგით და ნაწილს, კრედიტით…

ნინო მურღულია

Latest Posts

ბოლო სიახლეები