ნინა წკრიალაშვილი: „40 წლის ასაკში ბევრი რამ გადავაფასე!..“

0
3929

ნინა წკრიალაშვილი ახალი ბიზნესიდეით არის გატაცებული. მალე საკუთარი მაღაზია ექნება, სადაც ჩინეთიდან სამოსს, აქსესუარებს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს შემოიტანს.ს წორედ ამისთვის გაემგზავრა ჩინეთში ორი კვირით… „რუსთავი 2“-ზე „სილამაზის ფორმულას“ იწყებს და ახლა გადაღებებით არის დაკავებული, მაგრამ სასტუმრო „კოსტეში“ ჩვენთან ინტერვიუსთვის სიამოვნებით მოიცალა.

ნინა:

მაინც მათქმევინე, არც გამიხმოვანებია არსად. დიდი ხანია, მინდა, მქონდეს ჩემი ბიზნესი. მქონდა მცდელობები, იდეები, მაგრამ შუა გზაში გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ჩემი არ იყო. მათ შორის იყო საცვლების ბიზნესი, ამ შემთხვევაში ბევრ პრობლემას შევხვდით და მივხვდით, რომ საქართველოში ვერ მივიღებდით კარგ ხარისხს. საქართველოში ფიზიკურად არ არიან თეთრეულის თარგის გამოჭრელი ადამიანები. ეს იყო ერთადერთი, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა. გადავწყვიტე, გავაკეთო ჩემი მაღაზია და ასევე ატელიეც. ვცდილობ, ვიფიქრო ჩემს პენსიაზე. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. ქალების უმეტესობას და მეც არასდროს ჰბეზრდება ახალი სამოსი. მივხვდი, რომ საკუთარი ატელიე და მაღაზია იქნება ჩემი ჯიბისთვის დიდი ეკონომია, ამდენ ტანსაცმელს რომ დავინახავ, მეგონება, რომ ყველაფერი ჩემია და ზედმეტ ფულს ამდენ ძონძში აღარ დავხარჯავ (იცინის). რაც მომეწონება, შევიკერავ, ორი ძალიან მაგარი მკერავი მყავს. მაქსიმუმ 10 მარტამდე ჩემი მაღაზია, რომელსაც ჰქვია „ნინას ტანგო“, გაიხსნება.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here