როგორც ყოველთვის მომღერალი ნინა სუბლატი და მისი მეუღლე, მუსიკოსი გიორგი შამანაური მუდამ ცდილობენ რაიმე ახლის შექმნას.
მათმა ახალმა მუსიკამ ამჯერადაც არ დაგვაყოვნა და როგორც გიორგი შამანაური სოციალურ ქსელში წერს, მათი ერთობლივი ალბომი “Lost in fog“, რომელსაც მუსიკალური სტუდია “Cryo Chamber“ უშვებს, გაიყიდება მთელი ამერიკის მასშტაბით. ასევე ყიდვა შესაძლებელი იქნება ონლაინ მაღაზიებშიც. როგორც მუსიკოსი ამბობს, ნინა ამ ალბომში არ მღერის.