13.8 C
Tbilisi
Monday, November 21, 2022

ნინა სუბლატი X Factor-ის ჟიურის მეოთხე წევრი იქნება

2015 წლის ევროვიზიის ქართველი წარმომადგენელი, ნინა სუბლატი X Factor-ის ჟიურის მეოთხე წევრი იქნება. ინფორმაციას ”Ok Magazine Georgia” ავრცელებს.

როგორც ნინა ”Ok Magazine Georgia”-სთან საუბრობს, მისთვის ეს შემოთავაზება მეტნაკლებად მოულოდნელი იყო და დასძენს, რომ ეს სეზონი უზომოდ წარმატებული იქნება და ეცდება, მას რაღაც ახალი და განსაკუთრებული შესძინოს მისი იდეებიით.

ნინამ საზოგადოებას თავი ”საქართველოს ვარკვლავით” გააცნო, შემდეგ კი საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კონკურსზე, ევროვიზიაზე წარადგინა.

ნინასთან ერთად X Factor-ის ჟიურის წევრები იქნებიან სოფო ნიჟარაძე, გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია.

Latest Posts

ბოლო სიახლეები