ჰოლივუდის მსახიობები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან კეთილი საქმისთვის და თეთრი სახლის მიერ წამოწყებულ კამპანიას – “It’s On Us”-ს უერთდებიან, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია გახლავთ.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას. კლიპი კოლეჯების საერთო საცხოვრებელში გახშირებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებს უპირისპირდება და გვახსენებს, რომ თანხმობა აუცილებელია.
ვიდეოში ისეთი ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან ნინა დობრევი, ჯოშ ჰაჩერსონი, ზოი სალდანა და სხვ.
[jwplayer mediaid=”2248″]