ნიკოლოზ რაჭველი: “შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია…”

0
92

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში მიწისქვეშა გადასასვლელში მოხუცის გაყინვის შესახებ გავრცელებულ ამბავს ეხმაურება და დიდ გულისტკივილს გამოთქვამს.

“ახლა შევიტყვე მიუსაფარი მოხუცის სიცივით გარდაცვალების ამბავი მიწისქვეშა გადასასვლელში… და შემრცხვა, რომ მე არ მცივა და არ მშია, როცა გარშემო ასეთ მდგომარეობაში არიან ადამიანები… ალბათ ჩემი, თქვენი და კიდევ სხვების ბრალია, რომ ვერ ავაშენეთ ქვეყანა, სადაც უსახლკარო ადამიანები არ იქნებიან ან გაჭირვებულთათვის იქნება სადმე გამოყოფილი თბილი კერა, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს… ჩვენ ყველანი ვიღაცას ველოდებით, ეს ვიღაც კი თავისით არ მოდის, ეს ვიღაც ჩვენში უნდა დავბადოთ, გავზარდოთ და მოვიყვანოთ… მაპატიეთ, რომ არ გამომეთქვა ჩემი წუხილი, ძალიან გამიძნელდებოდა დაძინება, მით უმეტეს, ნაჭამს და თბილ ოთახში…” – წერს მუსიკოსი.

თუმცა შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოხუცი მიუსაფარი არ ყოფილა და მისი გარდაცვალების მიზეზი არა გაყინვა, არამედ გულის შეტევა გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here