ნიკოლოზ კანდელაკი „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს

0
583

„ისთერნ ფრომოუშენსის“ დამფუძნებლის, კახა კანდელაკის შვილი, რომელიც აშშ-ში შოუბიზნესის სფეროში მუშაობს და ნიკ უესტისა და მეისი გრეის ტურმენეჯერი გახლავთ, ახლახან „გრემის“ აკადემიის წევრად აირჩიეს. ნიკოლოზ კანდელაკს ამის შესახებ შეტყობინება მას „გრემის“ საორგანიზაციო ჯგუფიდან მცირე ხნის წინ მიუვიდა. მიღებული წერილი მან თავად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ნიკუშამ დაწერა:

„დღეს მომივიდა მოწვევა „გრემიდან“ და შემატყობინეს, რომ გავხდი „გრემის“ წევრი.  ნამდვილად დიდი პატივია!!! დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და მეუღლეს, ვინც რეკომენდაცია გამიწია.“

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ კანდელაკი დაქორწინებულია ცნობილ ბასისტსა და ვოკალისტზე, ნიკ უესტზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here