ნიკო ფიროსმანის 29 ტილო ვენის ალბერტინას მუზეუმში გამოიფინება

0
1305

ვენაში ალბერტინას მუზეუმში ცნობილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის 29 ნამუშევარი გამოიფინება. როგორც ალბერტინას მუზეუმის ოფიციალურ საიტზეა აღნიშნული, მუზეუმი საგამოფენო სივრცეს უთმობს ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის გამოფენას – „მისი კაშკაშა და დამაჯერებელი ნამუშევრები ძველი საქართველოს ცხოვრებიდან სცენებსა და ცხოველებს აჩვენებს, ასევე ადამიანებს… ეს არის ავანგარდული მიმართულება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ…“, აღნიშნულია სტატიაში.

გამოფენა 2018 წლის 26 ოქტომბერს აიღებს სტარტს და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here