ნიკი რიდისა და იან სომერჰალდერის ქორწილის ექსკლუზიური ფოტოები

0
334

უკვე ოთხ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ნიკი რიდი და იან სომერჰალდერი შეუღლდნენ, თუმცა წყვილის ქორწინების ცერემონიის მიმართ ინტერესი არ ქრება. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ვარსკვლავებმა მედიისგან მალულად იქორწინეს და ცერემონიასაც მხოლოდ უახლოესი ადამიანები დაესწრნენ.

თუმცა მაინც გამოჩნდა გამოცემა, რომელსაც იანისა და ნიკის ექსკლუზიური ფოტოების გამოქვეყნების პატივი ხვდა წილად. ჟურნალ “Brides“-ის ახალ ნომერში სომერჰალდერისა და რიდის ქორწილის ისეთი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ, რომელიც ჯერ არსად გამოქვეყნებულა. თუმცა ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ზემოთხსენებული სურათების ნახვა…