ნიკა ლომიძის და თეა გობეჯიშვილის 12 წლის ქალიშვილი, ნიტა პროექტის “შენ შეგიძლია ცეკვა“ ნამდვილი აღმოჩენაა. ნიტამ ჟიურის აღფრთოვანება ლაივ-შოუზეც მოახერხა, სადაც დევიდთან ერთად იცეკვა. ჟიურის წევრებმა მის მიმართ დადებითი შეფასებები არ დაიშურეს. ზაკმა ნიტას უთხრა, რომ მისი ცეკვის ვიდეო ფეისბუქის პირად გვერდზე დადო, სადაც პატარა გოგონა მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა. სალომე ჭაჭუამ კი თქვა, რომ ნიტას ცეკვის დროს მას თვალზე ცრელმები მოადგა.
https://www.youtube.com/watch?v=vKf_zBUnG1s