ნიკა გვარამიამ მალიბუ ტუღუში აატირა

0
160

ორშაბათს იქს ფაქტორის “4 სკამის” ეპიზოდი გაიმართა. მალიბუ ტუღუშის პერფომანსის შემდეგ ნიკა გვარამიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მალიბუ ჩემთვის არის ძალიან კარგი მომღერალი, მაგრამ ცოტა რესტორნის დაშრევებით. სიმღერაც რესტორნის იყო და შესრულებაც”. ნიკას კომენტარის შემდეგ, მალიბუ ატირდა.

შეგახსენებთ, რომ პროექტში გიორგი გაბუნიამ მარიამ აკობია მალიბუ ტუღუშით ჩააანაცვლა, რომლითაც დასრულდა გიორგის ოთხეულის შერჩევა. ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა და პროტესტი გამოიწვია ჟიურის წევრებს შორის.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რაც შეეხება რესტორნულ ნამღერს:
1. რესტორანი სცენაზე არის კატასტროფა და უგემოვნება
2. ქართული რესტორნული მუსიკა არის უმდარესი, მათ შორის, კარგი მომღერლების შესრულებით. რაკი საქართველოში სხვა გამოსავალი არაა, ფული შეიძლება და უნდა აკეთო და თავი გადაირჩინო. მაგრამ რესტორნის ესთეტიკა სცენაზე არ უნდა გადმოიტანო და სცენაზე დგომა თუ გინდა, უნდა შეძლო ზღვარის დაჭერა
3. სიმღერა რესტორანში საბჭოთა და ზღვის კურორტების ნოუჰაუა. ნორმალურ ქვეყნებში, სადაც ჭამენ, იქ არ მღერიან (ნუ ბრაიტონის რუსულ რესტორნებს თუ არ ჩავთვლით, სადაც ლუბა უსპენსკაია მღერის და საეჭვო დონის ბერძნულ ბუზუკებს). მღერიან კლუბებში, სადაც სვამენ და მუსიკის მოსასმენად და გასართობად მოდიან
4. ყველა დიდმა მომღერალმა ზუსტადაც კლუბში დაიწყო კარიერა. კლუბში, და არა რესტორანში. ვარსკვლავები სიგარეტის კვამლში და ვისკის სუნში იბადებიან და არა მწვადის შიშხინში და ხინკლის ოხშივარში”.

[jwplayer mediaid=”14989″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here