ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისთვის ლესბო და გეი წამყვანებს ეძებს

0
3074

„რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც აღნიშნავს, რომ ტელევიზია ეძებს ლესბო და გეი წამყვანებს.

„მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა.

წინასწარ გმადლობთ“.

შეგახსენებთ, რომ ლგბტ იშიფრება, როგორც ლესბოსელი, გეი, ბისექსუალური და ტრანსგენდერი. როგორც ნიკა გვარამია წერს, ბოლო ორი უკვე შერჩეული ჰყავთ და ამჟამად სატელევიზიო მიზნებისთვის მხოლოდ გეი და ლესბოსელი სჭირდებათ. ფოტო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here