ნიკა გვარამია: „მხოლოდ ქართულს“ – 21%, „იქს ფაქტორს“ – 13,6%“

0
2563

ნიკა გვარამია წერს, რომ „მხოლოდ ქართულმა“, გუშინდელი შედეგით, „იქს ფაქტორს“, რომელიც კონკურენტ არხზე გადის, დიდი სხვაობით მოუგო. „იქს ფაქტორი“ გუშინ „იმედზე“ დაიწყო, ჯერ ჩანაწერები გადის და როგორც „რუსთავი 2“-ის დირექტორი აღნიშნავს, მხოლოდ 13%-იანი რეიტინგი დაწერა მაშინ, როცა „მხოლოდ ქართულს“ 21%-იანი რეიტინგი აქვს.

ნიკა აღნიშნავს:

„მოკლედ, რა იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ:

🔴არ არსებობდა პროექტი
🔴არ არსებობდა გუნდი
🔴არ არსებობდა ფული

და გუშინ გავაკეთეთ ის, რაც ნახეთ. 21%-იანი რეიტინგი, მრავალმილიონჩადებული მსოფლიო პროექტის წინააღმდეგ (იქს ფაქტორს 13,6% :). რეიტინგზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხარისხით და მნიშვნელობით, “მხოლოდ ქართული” უკვე შევიდა ქართული ტელევიზიის და მუსიკის აქტივებში.

მადლობა უკლებლივ ყველას, ვინც მუშაობთ ამ პროექტზე და სასწაული შეძელით და უდაბნოში წყალს ამოახეთქინეთ! ყველას, ყველას, ყველას! (ჩამოთვლა შორს წამიყვანს).

განსაკუთრებული მადლობა პროდაქშენის ახალ დირექტორს Giorgi Gabunia. დღემდე ვერ ვიგებ, საიდან მოაქვს ამ ადამიანს ასეთი მრავალმხრივი ნიჭიერება და ახლა უკვე, ყველფერთან ერთად, ტელევიზიის შემოქმედებით ნაწილში აკეთებს საოცრებებს.

წარმოუდგენელ ბიჭს და ჩვენს ახლად შეძენილ განძს, მთავარ რეჟისორს Nika Lomidze და მასთან ერთად კონტენტის პროდიუსერს, ჩემს Manana Doi, დრამატურგის და ტექსტების დედას!

მადლობა ჟიურის, ჩემი აზრით, საუკეთესოს ქართული პროექტების ისტორიაში Marina Beridze (ცალკე მადლობა საოცარი მუსიკოსების მოყვანისთვის) Sofia Nizharadze (ცალკე მადლობა, რომ არ დაიზარა და ფეხით შემოიარა მთელი საქართველო) გიორგი უშიკიშვილი (ცალკე მადლობა პროექტის პროდიუსინგისთვის) ლელა წურწუმია და ისევ (!) გაბუ!

მადლობა ორ ნიჭიერ და ლამაზ გადარეულს, რომელსაც დებიუტი ჰქონდა და ისეთი დებიუტი, პირდაღებული დაგვტოვეს ყველა მაია ასათიანიNanuka Zhorzholiani.

და ბოლოს, ყველაზე განსაკუთრებული მადლობა მონაწილეებს და მუსიკალურ ნაწილს, პირველ რიგში, გენიოს ზვიად ბოლქვაძეს. გუშინდელი დღის მთავარი გმირები მაინც ისინი არიან!

ჩვენ ვიცით, როგორ უნდა გავიმარჯვოთ! ✌

გმადლობთ, რომ გვიყურებთ <3 p.s. ჩემი მდინარე კი აგრძელებს გვამების ჩამოცურებას. აგერ, ახლახან, კიდევ ორმა ჩამიარა…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here