ნიკა გვარამია ლევან გაჩეჩილაძის განცხადებას პასუხობს

0
135

გუშინ “მაესტროს” პარტნიორთა კრებიდან გამოსულმა არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სურს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს აჯობოს რეიტინგით.

“მე ჩემი პრიციპების გადახვევას არ ვაპირებ – თავისუფლება უპირველეს ყოვლისა. მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანები “რუსთავი 2”-დან. “რუსთავი 2″-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო” – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, რასაც საპასუხოდ ნიკა გვარამია ფეისბუქის საშუალებით გაუკეთა შეფასება.

“აჰა, მეტი რა თქვას ამ კაცმა? საკუთარი არხი კი არაა ამოცანა, რ2ის დაზიანება. იმედს ან სხვა სამთავრობო არხებს კი არ ერჩის, რ2-ს. ლოგიკა, გარდა პოლიტიკური დაკვეთისა – არანაირი. აბა რა მაესტროს კონკურენტია რ2? სად რ2 და სად მაესტრო. მანამდე იმედის დირექტორი იჯდა სულ კანცელარიაში, ახლა მაესტროსი მთლად პრემიერთან აბირჟავებს. მოკლედ, ჩვეულებრივი სახელისუფლებო პროექტია – პირველი არხი+იმედი+GDS+მაესტრო+ახალი “მთვლელი”. და არც მალავენ.
ps ამის გაკეთებული ტელევიზია არ გაიშვა და ამის დაზიანებული რ2″ – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here