Nicolas Jaar-ს Spacehall 21 სექტემბერს უმასპინძლებს

0
1754

ელექტრონული მუსიკა, ციფრული ხელოვნება და სივრცე – განათებისა და ხმის სინთეზის მოყვარულ მსმენელებს 21 სექტემბერს მულტიფუნქციურ საკონცერტო დარბაზ Spacehall-ში Nicolas Jaar-ის შემოქმედების მოსმენა შეეძლებათ.
ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია Decoder-ის პრეზენტაციაზე გახდა.

Decoder-ის პროექტის მენეჯერ მირიან ჯეჯელავას თქმით, ერთდღიანი ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს და სცენის გამორჩეული სახელის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტებისგან იქნება დაკომპლექტებული:
„ფესტივალის მუსიკალური პროგრამა ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებისგან შედგება და ისეთ სახელებს უმასპინძლებს, რომლებიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში დღეისათვის მუსიკალურ ამინდს ქმნიან“, – აღნიშნა მირიან ჯეჯელავამ.

„Decoder-ის“ კონცეფცია ელექტრონული მუსიკის და ციფრული ხელოვნების სფეროში არსებული ტექნოლოგიების და ინოვაციების ფართოდ გავრცელებას ემყარება. მუსიკოსებს, მხატვრებს და ინჟინრებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ხედვა და გამოცდილება მსმენელს გაუზიარონ.

Decoder-ის პირველი სერია 21 სექტემბერს Spacehall-ში ელექტრონული მუსიკის უმნიშვნელოვანეს ფიგურას – Nicolas Jaar-ს უმასპინძლებს, რომლის შემოქმედებას, Spacehall-ის წარმომადგენლის ნაჯა ორაშვილის თქმით, პროფესიული მუსიკალური განათლებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გამო განსაკუთრებული შინაარსი აქვს:


„პირველი საღამოს შემსრულებელი იქნება Nicolas Jaar-ი, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთერთი ყველაზე გამორჩეულია. ის აღიარებულია თანამედროვე სცენაზე. მისი სადებიუტო ალბომი Space is only noise 2011 წელს Residents Advisor-ის, Mixmag-ისა და Crack Mag-ის მიერ წლის საუკეთესო ალბომად დასახელდა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კი მას საუკეთესო ცოცხალი შესრულების მქონე არტისტის ტიტული ჰქონდა“, – განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

ასე დაიწყება ფესტივალების სერია. ივენთი ყოველთვიურად სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, შესაბამისად, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ფიგურების ტრეკები მოისმინოს და გაიზიაროს.
ივენთი 21 სექტემბერს, საღამოს 10 საათზე დაიწყება და 2-2.5 საათს გასტანს.

 


ბილეთები Spacehall-ის საიტზე იყიდება. ფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, ბილეთების ფასი სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით განისაზღვება და ის 60, 70 და 80 ლარს შეადგენს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here