“ნიჭიერის” რჩეულების ემოციები მესამე კონცერტის შემდეგ

0
1680

“ნიჭიერის” მესამე ლაივ კონცერტის რჩეულები, დედოფლისწყაროელი თამარ ყველაშვილი და პოლონელი ბაიკერი, სტანტერ 13 გახდნენ. გუშინდელი ლაივის ესემეს ლიდერი თამარ ყველაშვილი გახდა. ის “ნიჭიერის” ფინალში ოქროს ღილაკით მოხვდა.

თამარ ყველაშვილი: “უბედნიერესი ვარ და მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა, მე რომ ასეთი ბედნიერი ვარ სწორედ თქვენი დამსახურებაა.”

წლევანდელ სეზონში უამრავი უცხოელი კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის არის პოლონელი ბაიკერი “სტანტერ 13”. მან მაყურებელს საკუთარი შესაძლებლობები მეორედ წარუდგინა და ჟიურის გადაწყვეტილებით პროექტის ფინალში გადავიდა. ნიკა გვარამიამ მას მსოფლიო დონის სპორტსმენი უწოდა.

სტანტერ 13: “მე ასეთ შოუში პირველად მოვხვდი და ბედნიერი ვარ ფინალში მოხვედრით. მიჭირს ემოციების გადმოცემა, გახარებული ვარ, ასეთ შოუში მონაწილეობა კარგი გადაწყვეტილება იყო, თბილისში კიდევ დავბრუნდები და ფინალში უფრო შთამბეჭდავ სანახაობას გპირდებით.”

ჟიურის წევრები მაყურებლის გუშინდელი არჩევანით კმაყოფილები არიან.

მაკა ჩიჩუა (ჟიური): “აბსოლიტურად ლოგიკური იყო ყველაფერი, ყველამ დამსახურებულად მიიღო ის შეფასებები რასაც იმსახურებდა.”

https://www.youtube.com/watch?v=v11wMqZBYr8

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here