4.8 C
Tbilisi
Saturday, November 12, 2022

„ნიჭიერის“ პროდიუსერი; „პროექტის მეორე სერიამ 25 % რეიტინგი დაწერა…“

„ნიჭიერის“ პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია წერს,, რომ ტელეპროექტმა 25%-იანი რეიტინგი დაწერა და გარდა ამისა, მას არატრადიციულ მედიაშიც ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. „ნიჭიერის“ გვერდი საქართველოში „ფეისბუქ“-გვერდებს შორის პირველ ადგილზეა და 800 000-იანი მომხმარებელი ჰყავს.

გიორგი აღნიშნავს:

„რომ შევაჯამოთ შედეგები: „ნიჭიერის“ მეორე სერიამ 25% რეიტინგი დაწერა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია და მზარდ ტენდენციას ნიშნავს. ამავდროულად, ნიჭიერის ფეისბუქ გვერდს უკვე 800,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და 9GAG-მა უკვე დადო „ნიჭიერის“ ვიდეო თავის გვერდზე. ასე, რომ ტრადიციულ მედიაშიც და ახალ მედიაშიც „ნიჭიერი“ ლიდერობს“.

შეგახსენებთ, რომ მას მერე, რაც „ნიჭიერი“ რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდა და მისი პირველი სერიაც სწორედ ამ ტელეარხის ეთერში გავიდა, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ ტელეპროექტი „ტუსთავი 2“-ზე უფრო წარმატებული და რეიტინგული იყო, რასაც „იმედის“ მხრიდანაც მოჰყვა პასუხები.

როგორც ჩანს, რეიტინგებით შეჯიბრება მომავალშიც გაგრძელდება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები