„ნიჭიერის“ გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი საავადმყოფოშია. მან სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა და დაწერა:
„უცნაური განცდაა და შიში, შიში იმისა, რაც არი იცი, როგორია ჯერ. ხვალ ყველაზე დიდი დღეა ჩემთვის. ხვალ ამ დროს ნეტავ…“
ნონა გიუნაშვილს, რომელმაც ქვიშით ხატვით გაითქვა სახელი, ჯანმრთელობის პრობლემის გამო სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, მას ბავშვობიდან ხერხემლის პრობლემა აწუხებს, რაც გაუსაძლის ტკივილებს იწვევს. მისი დახმარების მიზნით, რამდენიმე საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რადგან ხელოვანს ოპერაციისთვის აუცილებელი თანხა არ გააჩნდა. როგორც ჩანს, თანხა შეგროვდა და ოპერაციაც დაინიშნა.
ნონას მისი მეგობრები ამხნევებენ და გამოჯანმრთელებას უსურვებენ.