“ნიჭიერის” აღმოჩენა, 10 წლის დიმიტრი გოზალიშვილი გამარჯვებას დედას უძღვნის

0
3212

10 წლის დიმიტრი გოზალიშვილს, პატარები კარგად იცნობენ, ის “ბასტი-ბუბუს” სახე გახლავთ. დიმა გუშინ მთელმა საქართველომ გაიცნო, მან “ნიჭიერის” ჟიური და მაყურებელი, საკუთარი სიმღერით მოხიბლა. პროექტში მოსახვედრად, ჟიურიმ ოქროს ღილაკი გამოიყენა. შოუს ეთერში გასვლის შემდეგ, დიმამ “მიუზიკ ბოქსს” ინტერვიუ მისცა.

– ვინ გადაწყვიტა “ნიჭიერში” რომ მიგეღო მონაწილეობა?

– სკოლაში მოვიგე “ნიჭიერი”, ამიტომ დედამ გადაწყვიტა ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ჩემთვის დიდი გამოცდილებაა “ნიჭიერის” სცენაზე გამოსვლა და მითუმეტეს, ოქროს ღილაკის გამოყენება. საერთოდ ვფიქრობდი ჟიურის არ მოვეწონები-თქო, მაგრამ ოქროს ღილაკიც კი დავიმსახურე.

– სიმღერა ვინ შეგირჩია?

– მაიმუნივით ტიპი ვარ და რადგან მაიმუნი ასრულებს ამ სიმღერას და კარგი მოსასმენია, გადაწყდა სწორედ ეს მემღერა. შემდეგ ტურში რას ვიმღერებ არ ვიცი, მაგრამ სხვა ჟანრის სიმღერა მინდა, შეიძლება ითქვას გამოცდას ვუტარებ ჟიურის და ვნახოთ რა გამოვა.

– რამდენი წლიდან მღერი?

– დედამ 4 წლის ასაკში მიმიყვანა მუსიკალურ სტუდიაში. არავის ეგონა სიმღერას თუ შევძლებდი. როცა გავიზრდები მინდა მსახიობი გავხდე, ამ კარიერას “ვაწვები”, მომწონს ეს საქმე და ვფიქრობ გამომივა. რაც მთავარია დედა მიწყობს ხელს ყველაფერში.

– როგორც ვიცი უარყოფითმა კომენტარებმა გაგაღიზიანა, რას წერდნენ?

– წერდნენ პლიუზე მღეროდა, ჯობდა “იქს ფაქტორში” გასულიყოო და ა.შ. არ მიმღერია ფონოგრამაზე, “ნიჭიერში” უფრო დიდი კონკურენცია არის და ამიტომ მივიღე მონაწილეობა.

– შენი აზრით რით მოხიბლე ჟიური?

– ჟიური ამბობს, როგორც ტიპი ისე მოგვეწონეო და ალბათ ამიტომ გამოიყენეს ოქროს ღილაკი. როდესაც მოვისმინე ქალბატონი მაკას კომენტარი, ეს აზრი გამოვიტანე. მე ჩემს ყველა გამარჯვებას დედას ვუძღვნი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here