შეცდით, თუ გეგონათ, რომ ეს სიუჟეტი იმის მტკიცებას დასჭირდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქველმოქმედება. მაგრამ ამას, რომ თავი დავანებოთ, ვერავინ უარყოფს, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვიან, მთავარი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ფონდს “ცხოვრება მშვენიერია” კარგად ესმის, რადგან მათ სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, სარეაბილიტაციო სახლის მშენებელობა დაიწყეს, სადაც პატარები ოჯახებთან ერთად, სრულიად უფასოდ შეძლებენ სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიღებას. ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად კი ფონდმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართა, რომელსაც ქართველი მუსიკოსები სიამოვნებით შეურთდნენ. ოცამდე ჯგუფმა თუ ინდივიდუალურმა შემსრულებელმა, საზოგადოებას სცენიდან თანადგომისკენ მოუწოდა.
Home Uncategorized ნიაზ დიასამიძე, ლევან მასპინძელაშვილი, LOUDspeakers, ნიკოლშოუ – რა მიზნით გაერთიანდნენ მუსიკოსები?