„New One“-ის რიგით მეორე კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

0
1492

ჯგუფი „New One“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ქართულ შოუბიზნესში. მათი პირველი წარმატებული კლიპის შემდეგ სიმღერაზე „Artificial Love“, მეორე ვიდეორგოლის გადაღების დრო დადგა. ჯგუფმა არჩევანი კვლავ რეჟისორ იუგო მორისზე  და DG Recriation-ზე შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ იუგო მორისის და „New One“-ის კოლაბორაცია, როგორც პირველ შემთხვევაში, ძალიან საინტერესო და ორიგინალური გამოვიდა.

სიმღერა, რომელზეც ვიდეორგოლი გადაიღეს, ანრი ბასილაიასა და დათო ევგენიძეს ეკუთვნის, მისი სახელწოდებაა Reality. ჩანაწერში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულმა სიმფონიუმა ორკესტრმა, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.

კლიპის ტელეპრემიერა „ნანუკას შოუში“ შედგა. ვიდეორგოლის გამოსვლას ჯგუფი 14 დეკემბერს, 21:00 საათზე, კლუბ „ელ ცენტროში“ აღნიშნავს.

ნინო მურღულია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here