ტელეჟურნალისტ ნელი აგირბას ცხოვრებაში, როგროც ჩანს, ცუდი პერიოდი დასრულდა. გარკვეული პერიოდის წინ „კურიერის“ წამყვანს უბედურება შეემთხვა. მისი მეორე მეუღლე ავარიაში გარდაიცვალა. ნელიმ ეს ტრაგიკული ამბავი ძალიან ცუდად გადაიტანა და ტელეეკრანს ჩამოშორდა, მან ვეღარ შეძლო „კურიერის“ წამყვანობა და თავად თქვა უარი ამ სამსახურზე.
გარკვეული პერიოდი ის ტელეეკრანზე არ გამოჩენილა. გუშინ კი, „მხოლოდ ქართულის“ ლაივზე ძალიან კარგ ფორმაში მყოფი დაუბრუნდა ეთერს და ერთ-ერთი ოთახის ძალიან მხიარულ წამყვანად მოგვევლინა…
შეგახსენებთ, რომ ნიკა გრიგოლიას მეწყვილე და „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანია ასევე მისი პირველი მეუღლე, ილო ბეროშვილიც. ილოსა და ნელიკოს ორი შვილი ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს რამდენიმე წლის წინ დაშორდა…
ფოტოები: ნიკოლოზ ურუშაძე