გემოვნებაზე არ დაობენო, არადა გემოვნებაზე, მოდაზე და შეხედულებებზე ალბათ, ყველაზე მეტს საუბრობენ. თუმცა, ჩვენი იმიჯის მთავარი განმსაზღვრელი, ბუნებრივია მხოლოდ ჩაცმა არ არის. საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში და უბრალოდ იმიტომ, რომ თავს კარგად ვგრძნობდეთ, ვიზუალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. იმისათვის, რომ საკუთარი გარეგნობა ვინმეს ვანდოთ, ამ შემთხვევაში, სწორად შერჩეული სილამაზის ცენტრი გვიჭრდება, რომლის ნაკლებობასაც თბილისში ნამდვილად არ განვიცდით, თუმცა, ამჯერად “ნეილბოქსის” სახელით, თბილისს ის ახალი ლოკაცია შეემატა, სადაც ერთ სივრცეში სხვადასხვა მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ეს იქნება თმის მოვლა, ფრჩხილის მოვლა თუ ვიზაჟი.