ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ვახტანგ კახიძის ქალიშვილი, ნატუკა, მომღერალი და მსახიობი გახლავთ. ახლახან მან სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თავის რჩეულთან, დათა თავაძესთან ერთად არის გადაღებული. დათა მსახიობების, ნატა მურვანიძისა და ნიკა თავაძის ვაჟი გახლავთ. ის რეჟისორია.
დათას დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც ნატუკამ ასე მიულოცა:
„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი დღეა! დღეს დათას დღეა☀️
არ ვიცი, რითი დავიმსახურე ეს ადამიანი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ათი წლის წინ ერთმანეთს შევხვდით. არაფერი არ მახსოვს იმის გარდა, რომ მთელმა სხეულმა ბრჭყვიალი დაიწყო და მივხვდი, რომ მის გამოჩენამდე, თურმე ყველაფერი უფერული იყო.
ალბათ, ყველა გოგოს ბავშვობაში უოცნებია ყოფილიყო პრინცესა და ცხადია, იქვე, მისი პრინციც წარმოედგინა, როგორი იქნებოდა. ერთ რაღაცას მივხვდი, რომ მე ეს ადამიანი ძალიან პატარამ ჩავიფიქრე და ისე, გამოვიდა, რომ ჩემს მოფიქრებულ ზღაპარში ვცხოვრობ. ძალიან ჰგავს იმ ბიჭს ვისაც სულ პატარა ვხედავდი.Data Tavadze
Happy Gold Data 30“