ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

0
806

ცნობილ კომპოზიტორსა და შემსრულებელს, ნატო გელაშვილს თავისი სახელობის ვარსკვლავს გაუხსნიან. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა, დათო ოქიტაშვილმა გაავრცელა და ნატოსთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

როგორც დათო ოქიტაშვილი წერს, მუსიკალური ღონისძიება 20 სექტემბერს შედგება მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი უმასპინძლებს. საღამოზე ნატო გელაშვილის 30-წლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობა შეჯამდება, საღამოს ბოლოს კი ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიების რეჟისორი იქნება ლევან წულაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here