ნატო გელაშვილს კუთვნილი ქონება წაართვეს – მომღერალი სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს

0
1204

მომღერალ ნატო გელაშვილს ბაკურიანში მიწის ნაკვეთი წაართვეს. ამის შესახებ ის ვრცელ მიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში და სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართავს. ის მის ხელთ არსებულ დოკუმენტებსაც აქვეყნებს.

ნატო გელაშვილის მიმართვას გთავაზობთ:

„მოგმართავთ თითეულ თქვენგანს, მივმართავ ყველა სამართალდამცავ და საკანონმდებლო ორგანოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ფინანსურ პოლიციას და ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს!!!!

დაინტერესდნენ, როგორ მოხდა საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და მის მიმდებარედ არავის სახელზე რიცხული ქონება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს მიერ მოწერილი პასუხით შეკითხვაზე: არის თუ არა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მდებარე მიწა სახელმწიფო საკუთრება… სახელმწიფო ქონების ბალანსზე 157500 ლარად??? ვის მიერ მოხდა საკუთრებად არარსებული და სახელმწიფოს საკუთრებად დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ბალანსზე აყვანა???? ვინ იყო დაინტერესებული ჩემი სახელის მანიპულირებით მოეხდინა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწერილი თანხის ხელის დაფარება??? რომელი მიწის ნაკვეთი იქნა აყვანილი სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსზე 157500ლარად ბორჯომის ქონების მართვის სამართველის მიერ?? რატომ იღებს და გამოსცემს და არ ემორჩილება ბორჯომის მერია სასამართლო გადაწყვეტილებებს??? და რატომ მოქმედებს კანონსაწინააღმდეგოდ?  რატომ არ იქნა განხილული ბორჯომის არქიტექტურის სამსახურის მიერ ჩემ მიერ გაგზავნილი განაცხადი მშენებლობის შესახებ ჩემს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ??? რატომ სცადეს უკანონოდ და მთელი მანიპულირებით და ჩემი სახელის დისკრედიტაციის მიზნით საბიუჯეტო თანხების გადაფარვას ბორჯომის მერიის სამსახური??? რატომ არ მიეცა რეაგირება მხარის გუბერნატორისაგან ჩემს მიერ შეტანილ განცხადებას??? რატომ იქნა მითვისებული ჩემი მიწა დაბა ბაკურიანში, რომელიც სასამართლო წესით დავიბრუნე და დღემდე მიმდინარეობას სამართალწარმოება მერიასა და იმ მეორე მხარეს შორის, რომელსაც არასწორად დაურეგისტრირდა ჩემს კუთვნილებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაბა ბაკურიანში. ამ ორი მხარის სამართლებრივი დავის შეგდეგად რატომ ვზარალდები მე??  ბორჯომის მერიის უკანონოდ სხვებზე გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე და ვერ ვსარგებლობ ვერანაირი სამართლებრივი უფლებით ჩემს საკუთრებაზე??? და კიდევ უამრავი.

ვის ინტერესებში იყო ნატო გელაშვილის სახელის ამოფარებით მოეხდინა გაფლანგული საბიუჯეტო თანხის და “ვითომ” სახლმწიფო საკუთრებად დაურეგისტრირებელი მიწის სახელმწიფო საკუთრებად შერაცხვა ????? ბიუჯეტის თანხებიდან მითვისებული თანხის 157500 ლარის სანაცვლოდ????? ჩემ მიერ ქვეყნდება ნაწილი იმ დოკუმენტალური და მოპოვებული არქივისა, რომელიც კიდევ ინახავს უამრავი კანონდარღვევის ფაქტს, მაინტერესებს ყველას აზრი და შესაბამისად, კომენტარებში დამიტოვეთ, უნდა ვყოფილოყავი თუ არა ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე???? დღეს ნიკოლოზობაა. ყველა ამ საქმის მონაწილე უფალს ებარებოდეთ განსაკითხად…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here