ნატო გელაშვილი: „ჩემი შვილი იღებდა ხელფასს და ოჯახი მან გადაარჩინა…“

0
920

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში პანდემიისა და მისი შემდგომი პერიოდის შესახებ საუბრობს. როგორც კომპოზიტორი აღნიშნავს, თავად უმოქმედოდ და შემოსავლის გარეშე დარჩა და მისი შვილი, გიორგი არჩენდა ოჯახს თავისი ხელფასით.

„მას შემდეგ, რაც ჩემი შრომითა და შემოქმედებით დავიწყე ცხოვრება, ეს იყო პირველი შემთხვევაი, როცა თვეების განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავი და არანაირი შემოსავალი არ მქონდა. კიდევ კარგი, ჩემი უფროსი ვაჟი, გიორგი მუშაობს სახელმწიფო სამსახურში. კარანტინის დროს დისტანციურად მუშაობდა, ხელფასს ჩვეულებრივად იღებდა და სწორედ ის გახდა ოჯახის გადამრჩენელი.

მინდა, გითხრათ, რომ ასეთ დროს ადამიანს ბევრი არაფერი სჭირდება, მეისედაც მიყვარს მოკრძალებული ცხოვრება. მტავარია, ჩემები იყვნენ კარგად, ახლობლები, მეგობრები, დანარჩენზე არ ვწუწუნებ“.

ნატო გელაშვილი ასევე საუბრობს იმის შესახებ, რომ აკრძალვები შერჩევითი არ უნდა იყოს: „შერჩევითი აკრძალვები ქვეყნისთვისაც საზიანოა, ხალხისთვისაც და მთავრობისთვისაც“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here