ნატო დუმბაძე ქართულ ტელევიზიებზე: „21-ე საუკუნეში მარსზე გაფრენას აანონსებენ და ჩვენთან ჩოქ გიუზალь და ქზმ გამოსჭვივის მთელი დღე!!!“

0
1834

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დროა, ქართულმა ტელევიზიებმა უფრო მეტი საკუთარი გადაცემა მოიფიქრონ და თურქული სერიალების ასეთი დიდი დოზით ჩვენებას შეეშვან.

გთავაზობთ პროდიუსერის სტატუსს ამ თემაზე:

„სალამი))))  ჩავრთე ტვ, დილიდან თურქული სერიალი, შიგადაშიგ რეკლამა, რომელიც კიდევ 4 თურქულ სერიალს გვიანონსებს ! ანუ დილიდან საინფორმაციოდან საინფორმაციომდე სერიალები!

რა მაინტერესებს იცით, ამ სერიალებშიც ხომ არის სარეკლამო ჭრა, ანუ ფული შემოდის და ამდენ თურქულ სერიალს კარგი გადაცემები რომ გააკეთოთ, არა?? ვერა??? ბოდიში ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ ბებიაჩემის არ იყოს, „დაქლიავდა“ ხალხი ნუთუ ვერ ატყობთ?)))) 21-ე საუკუნეში მარსზე გაფრენას აანონსებენ და ჩვენთან ჩოქ გიუზალь და ქზმ გამოსჭვივის მთელი დღე!!! იდეები ჩემზე იყოს, გაჩუქებთ, ოღონდ ცოტა რამე შეცვალეთ!!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here