17.8 C
Tbilisi
Wednesday, June 7, 2023

ნათია რთველიაშვილმა დიეტის გარეშე, ორ კვირაში 11 კილო დაიკლო

ქორეოგრაფი ნათია რთველიაშვილი 12 აპრილს დედა გახდა, მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ელენე დაარქვა, პატარა ელენე ამერიკაში დაიბადა.  ის ფორმაში 2 კვირაში ჩადგა და უკვე მნიშვნელოვანი კონტრაქტიც გააფორმა.

როგორ მოახერხა ორ კვირაში 11 კილოს დაკლება, ამის შესახებ ნათია ჟურნალ “სარკეს“ ესაუბრა.

“ორსულობისას 15 კილო მოვიმატე და 11 კილო მშობიარობიდან 2 კვირაში დავიკელი. ჯერჯეობით ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლება, ამიტომ ბუნებას მივანდე წონაში დაკლება, ამიტომ მხოლოდ ჯანსაღად ვიკვებები და ეს გახდა წონის დაკლების მიზეზი. 6 კვირის მერე, როცა ვარჯიში ნებადართული იქნება ჩემთვის, უფრო აქტიურად დავიწყებ ზრუნვას და ალბათ ამ 4 კილოსაც მალე დავიკლებ“.

Latest Posts

ბოლო სიახლეები