ნათია ფანჯიკიძე: „სოლოლაკში ყოველი მეორე შენობა ამ მდგომარეობაშია…“

0
1938

ნათია ფანჯიკიძე მერობის კანდიდატებს მიმართავს და აქვეყნებს სოლოლაკში ერთ-ერთი სახლის ფოტოს, რომელიც ეს-ესაა დაინგრევა. ის დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ სოლოლაკში ყოველი მეორე სახლი ასეთ მდგომარეობაშია.

ნათია ფანჯიკიძე წერს:

„მოქმედი მერი და მერობის ამდენი კანდიდატი ერთბაშად რომ გვყავხართ, ღმერთმა გამრავლოთ, გამოიხედეთ, თქვენგენაცვალეთ. განა მჯერა, რომ რამეს იღონებთ, უბრალოდ, რომ ჩამოინგრევა, იმას ვეღარ იტყვით, არავის გავუფრთხილებივართო. ეს სოლოლაკია, ოქროყანის ქუჩა. სოლოლაკში ყოველი მეორე შენობა ამ მდგომარეობაშია. ერთი პატარა ბიძგი ან ძლიერი წვიმა ნებისმიერ დროს შესაძლოა უკანასკნელი წამი აღმოჩნდეს უამრავი ადამიანისთვის. სოლოლაკს, მოგეხსენებათ, ერთობ პოეტური ლანდშაფტი აქვს, აღმართ-დაღმართზე თითო შენობის ჩამონგრევა მის ქვეშ შენობაში ადამიანებსაც ჩატკეპნის. ლამაზი კი იქნება, ზვავივით დაგორებული სახლები, აგურები, ადამიანები… შემდეგ მოვლენ მინდია ჯანელიძე და ქვეყნის მაღალი რანგის მესაფლავეები, სიკვდილის მშვენიერებისგან აჟიტირებული მოხალისეებიც გამოცვივდებიან ყველა უბნიდან ნიჩბებით, ხელეჩოებით და წალდუნებით: “თავი ვიპოვე, თავი… ჟღალთმიანი…”

პატივისცემით,

მარად თქვენი იმედიანი ამომრჩეველი

ნ.ფ.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here