ნათია ფანჯიკიძე: “ჩემს ვალენტინს ქათქათა თეთრი ფერი უყვარს…“

0
47

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ქმრის შესახებ და ალასანიას ინგა გრიგოლიასთან სტუმრობის ბმულს აქვეყნებს. ის წერს:

“ჩემს ვალენტინს ქათქათა თეთრი ფერი უყვარს. მე კი, როცა ვუყურებ, სულ მინდა სხვაფრად შევუღებო ლოგო, თეთრი ფერი სახეს უფერმკრთალებს, სხვა განათებაზე, რაღაცნაირად, ჩრდილების თამაშზე, ჰოლივუდის ფილმების მსგავს შუქზე, უფრო სიმპათიური იქნებოდა.

ეს ადამიანი მართალი ადამიანია, მართალი ამბები კი ისე საინტერესო არაა ხოლმე, ამიტომ გვიყვარს ადამიანებს ტყუილი, შეთხზული ისტორია, განსაკუთრებით ჩვენ, კარნავალურ, თეატრალურ საზოგადოებას მოგვწონს ექსპანსიური როლის მქონე პირები გამოგონილი ბიოგრაფიებით, მითებით და არა ნამდვილით. ირაკლის ბიოგრაფიას ლეგენდა, შეთხზვა არ სჭირდება, გაიარა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, ერთ კაცს თავს გადახდენოდა ქვეყნის ბედთან კავშირში, გაიარა სუფთად და ქვეყნის ერთგულად. მაგრამ რეალობა არაეფექტურია პოლიტიკურ სპექტაკლებში.

ძალიან კარგი ინტერვიუა სიმართლისა და ნამდვილი ამბების მოყვარულთათვის. შეიძლება, თავიც მოგაბეზრეთ სასამართლოს თემით, მაგრამ სამართლიდან იწყება ყველა სხვა პრინციპი.
ინგას ტემპერამენტი კი, თქვენი არ ვიცი და მე სიცოცხლით მავსებს.

“არ გაჰყვეთ ცოლად თავისუფალ დემოკრატებს, დარჩებით უსამსახუროდ…“ – აღნიშნავს ღიმილით ნათია ფანჯიკიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here