ნათია დუმბაძისა და მასტერის ახალი კლიპის პრემიერა 21 ნოემბერს შედგება

0
738

„ნეკი-ნეკისა“ – ეს არის ნათია დუმბაძისა და გიორგი პავლიაშვილის, ანუ მასტერის რიგით მეორე ერთობლივი ნამუშევაი საზაფხულო ჰიტის „არ უყურო დროს“ შემდეგ. სიმღერა, რომელიც კვლავ მასტერმა დაწერა, პაატა სილაგაძის სტუდიაშია ჩაწერილი. ახლა კი დუეტი კლიპს იღებს, რომლის პრემიერაც 21 ნოემბერს „დორსში“ შედგება.

სიმღერა უკვე ტრიალებს რადიო „ფორტუნა პლუსის“ ეთერში. კლიპის რეჟისორი არის თავად მასტერი (ChChX Production). ოპერატორი: გიორგი ჩეკურიშვილი. ვიდეო ორ დღეში გადაიღეს – „ამ კლიპის გადაღება გაგვეწელა, სექტემბერში ვაპირებდით, მაგრამ ვერ მოვახერხერთ, სამწუხაროდ. სიმღერა არის შერიგებაზე, სასიყვარულო, მარტივად დასამახსოვრებელი მელოდიით. ვფიქრობთ, მსმენელი მას ჩვენი პირველი დუეტივით შეიყვარებს. კლიპის მთავარი მესიჯი ისაა, რომ ნაჩხუბარი ადამიანები ერთმანეთს შევარიგოთ, არ აქვს მნიშვნელობა, შეყვარებულები არიან, და-ძმანი თუ დედა-შვილი…

ეს სიმღერა სცენაზე სამჯერ გვაქვს შესრულებული, რადიოში ერთი კვირის გაშვებული გვქონდა, როცა კონცერტზე ყველა მღეროდა. მივხვდით, რომ ძალიან მარტივად დაიმახსოვრა მსმენელმა და კარგად აიტაცეს“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ნათია დუმბაძე.

ნინო მურღულია

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here