22.8 C
Tbilisi
Tuesday, August 9, 2022

ნატალია ქუთათელაძე: „ქართულ სიმღერას სუფრის სუნი ასდის…“

დათო არჩვაძემ მცირე ხნის წინ სოციალურ ქსელში „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი მონაწილის შესრულება გააზიარა და დააწერა, რომ გაკვირვებულია კონკურსის ფორმატით, სადაც წესით, მხოლოდ ქართულს უნდა ასრულებდნენ, მაგრამ დათოს აზრით, არა ისე, როგორც ამას ერთ-ერთი კონკურსანტი აკეთებს. ამ შესრულებას და დათოს მოსაზრებას ბევრ სხვასთან ერთად,  „მხოლოდ ქართულის“ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მარინა ბერიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკურსზე, რომელიც 2 აპრილს იწყება, ბევრი საინტერესო შემსრულებელი წარდგება მაყურებლის წინაშე.

ამ მსჯელობაში ასევე ჩაერთო ნატალია ქუთათელაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართულ სიმღერას სუფრის სუნი ასდის.

გთავაზობთ მის მოსაზრებას:

„ჩემი აზრით ქართულ სიმღერას დღეს სუფრის სუნის ასდის, რაც მეორე უკიდურესობაა, წარმოუდგენელია, ყველა ქალი თუ მამაკაცი ერთნაირი ტკბილი მოყანყალებული ხმით მღეროდეს… როდესაც გამეორებული უიტნი არ მოგვწონს, ასევე გამეორებული არც გოგი დოლიძე მომწონს და არც ჰამლეტ გონაშვილი!!! ამ ქვეყანაში კიდე სიახლეების ხო სიკვდილივით ეშინია ყველას… წარმატებებს ვუსურვებ ყველა ნიჭიერ და გულწრფელ ადამიანს!!!“

ნატალიას ამ მოსაზრებას სოფო გელოვანიც გამოეხმაურა:

„მეც მანდ ვარ!.. ქართულ სიმღერას განვითარება სჭირდება. ის ძველი, რაც იყო, იყო არაჩვეულებრივი, გოგი დოლიძე, ჰამლეტ გონაშვილი… მათ დიდი სიტყვა თქვეს, მაგრამ გამეორება, ვფიქრობ, რომ არ არის კარგი… ყველაფერს სჭირდება წინსვლა, ახალი ენერგია, ახალი ხედვა, (ამ შემთხვევაში ამ ბიჭის ნამღერს არ ეხება)“

გოგონების მოსაზრებას კახაბერ შევარდნაძემ ასე უპასუხა:

„გოგი დოლიძე და ჰამლეტ გონაშვილის გამეორება ასეთი ადვილი თუ გგონიათ, კარგად ყოფილა საქმე. რაც კარგია, ძველია და ასეთი სიახლეები სუფრაზეც არ გამოდგება…“

Latest Posts

ბოლო სიახლეები