17.8 C
Tbilisi
Wednesday, March 22, 2023

ნატალი კოლი გარდაიცვალა

მუსიკოსი, ნატალი კოლი 65 წლის ასაკში ლოს ანჯელესში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოცემების ცნობით შემსრულებელი ბოლო პერიოდში ხშირად ავამყოფობდა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა აწუხებდა.

ნატალი კოლი 1950 წლის 6 თებერვალს, ლოს ანჯელესში დაიბადა. მუსიკალური მოღვაწეობის პერიოდში გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი სტუდიური ალბომი. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე ფილმში. კოლი იყო არაერთი ჯილდოს ფლობელი, მათ შორის 21-ჯერ იყო ნომინირებული გრემიზე, სადაც 9-ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

Latest Posts

ბოლო სიახლეები